დღეს მთელი საქართველო გლოვობს, ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა სულები

ქაშვეთის ტაძარში, სადაც დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულები არიან დასვენებული პანაშვიდი აღევლინა. ქაშვეთში სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მოსაყდრე მეუფე შიო, ასევე თბილისის მერი კახი კალაძე.

“დღეს მთელი საქართველო გლოვობს. შვილებს ზეციურ საქართველოში აცილებს. ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს მათი სულები”, – ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის სამი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს