16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

“დღეს მთელი საქართველო ჭირისუფალია” – სალომე ზურაბიშვილი დაურ ბუავაზე

თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. პატივის მიგების ცერემონიალს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ესწრებიან.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, დაურ ბუავა ახალგაზრდობის იმ ნაწილს წარმოადგენდა, რომელზეც ქართულ-აფხაზური საერთო მომავალი უნდა აშენდეს:

„[დაურ ბუავა] იყო წარმომადგენელი და სიმბოლო სწორედ იმ აფხაზეთის და იმ საქართველოსი, რომლებსაც აქვს ერთიანი მომავალი. და ამით იყო ძალიან დიდი, თუნდაც ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სრულიად ჩამოყალიბებული თავისი მომავლის მოსაზრებით. დღეს მთელი საქართველო არის ჭირისუფალი და უნდა იყოს ჭირისუფალი, იმიტომ, რომ ასეთი ახალგაზრდები, გინდაც აფხაზეთის მხრიდან, საქართველოს მხრიდან, ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ ავაშენოთ ხვალინდელი მომავალი“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველთან.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებამ აფხაზ ბლოგერს უკანასკნელი პატივი მიაგო — დაურ ბუავას მუხათგვერდის სასაფლაოზე კრძალავენ
შემდეგი სტატია20 წლამდე ან უვადო პატიმრობა — პროკურატურამ ნასაკირალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალი ერთ პირს წაუყენა