დღეს მერკელი შეეცდება ბრიტანელებს ევროკავშირში შესვლა აუკრძალოს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორშაბათს შეეცდება ბრიტანელებს ევროკავშირში შესვლა აუკრძალოს იმის მიუხედავად, აქვთ მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული თუ არა. ანგელა მერკელის აზრით, ბრიტანეთი დანარჩენი ევროპელების ჯანმრთელობისთვის, იქ გავრცელებული “დელტა” ვარიანტის გამო, საფრთხეს წარმოადგენს – “თაიმსი” წერს.

გეგმას ევროკავშირის მაღალჩინოსნები კრიზისული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ და მას, სავარაუდოდ, წინააღმდეგობას გაუწევენ საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, მალტა და პორტუგალია, რომლებიც ისედაც არ იცავენ უსაფრთხო გადაადგილების შესახებ ევროკავშირის წესებს და ბრიტანელ ტურისტებს ქვეყანაში უშვებენ – ეს ქვეყნების ეკონომიკა ტურისტებზეა დამოკიდებული.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ანგელა მერკელს დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ევროპა უფლებას იტოვებს გადაადგილებაზე შეზღუდვა დააწესოს.

პარასკევს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გერმანიის კანცლერს შეხვდება საკუთარ ქალაქგარეთ რეზიდენციაში და შეეცდება მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გადაათქმევინოს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩიას ფეისბუქსტატუსს პარლამენტში მცირე დაპირისპირება მოჰყვა
შემდეგი სტატიახახულის არხში მიკროავტობუსი გადავარდა