დღეს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომაა

დღეს, 31 მარტს მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა ჩაინიშნა. საპატრიარქოს განცხადებით, სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით დღის წესრიგში მოხვდა მღვდელ-მონაზონ ანდრიას (სარიას) ბოლოდროინდელი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შეფასებაც.

“წერილობითად გამოიგზავნათ, რჯულის კანონით მაქვს მე უფლება მოვითხოვო რაში მედება ბრალი. ის განცხადებები, ცუდი განცხადებები რბილად რომ ვთქვა, რაც მეუფე სტეფანეს მხრიდან გაკეთდა მონაზონზე, სხვა სასულიერო პირებზე, ამის გადაფარვას ცდილობს ჩემი აზრით საპატრიარქო”, – თქვა მამა ანდრია სარიამ.

მისი თქმით, საპატრიარქო ადეკვატური რომ იყოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტს პასუხი უნდა მოთხოვონ და ეპარქიიდან გამოიწვიონ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 30 წელი გავიდა
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნიკა გვარამიას საქმეც მოხვდა