დღეს „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება

პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვას დღევანდელ სხდომაზე გეგმავს. იმის გათვალისწინებით, რომ მესამე მოსმენა რედაქციული სახისაა, დეპუტატებს ცვლილებების თაობაზე მხოლოდ ტექნიკური სახის შენიშვნების გამოთქმის უფლება აქვთ.

14 დეკემბერს, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრამდე იყო დებატები და დისკუსია.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს. მოსალოდნელ ცვლილებებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მხარს უჭერს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც მათი შეფასებით, მიმართულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატებულ, რეიტინგულ მაუწყებლად გარდაქმნაზე.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიათურქეთის ელჩი : გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაზე საქართველოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ