დღეს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება

დღეს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

როგორც უკრაინის ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, დღეს, შუადღეს გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფანი მანგუშისა და ბერდიანსკის გავლით ზაპოროჟიეში.

„მარიუპოლში არსებული კატასტროფული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებითაა კონცენტრირებული“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

ევაკუაციის მსურველი მოქალაქეების შეკრება 14:00 საათიდან ტაგანროგის ქუჩაზე დაიწყება.

ვერეშჩუკის თქმით, ადგილზე ვითარება რთულია, ამიტომ მარშრუტები შეიძლება შეიცვალოს. მან მოუწოდა მოქალაქეებს თვალი ადევნონ ოფიციალურ ინფორმაციას.

banner
წინა სტატიაშიდღეს სააკაშვილისგან მოისმენენ „მხოლოდ სურვილებს“ და არა კონკრეტულ გეგმას – სარჯველაძე
შემდეგი სტატიაკორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა