“დღეს, კვირიკაშვილის მთელი შარმი ღარიბაშვილშია”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილის ფონზე კვირიკაშვილი ცივილურად გამოიყურება.

“დღეს, კვირიკაშვილის მთელი შარმი ღარიბაშვილშია. ჩვენც, უმრავლესობაც და მთელი საზოგადოებაც მას ძველ პრემიერს ჩადარებთ და დასკვნაც საერთო და სათანადოა.

მის ფონზე გამოიყურებით უფრო ცივილურად, მშვიდად და არ ფეთქდებით ყოველ მეორე სიტყვაზე, არ მოგყვებათ სიმამრის შლეიფი, ცოლის ნათესავების და სისხლიან 9 წელზე არ გაჰყვირით, თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამთ. ახლა პარლამენტშიც და გარეთაც ხშირად მოისმენთ სიტყვებს – იმას ხომ ჯობს?!

კი ბატონო, გარეგნულად ასე გამოიყურება, მაგრამ თქვენი დამტკიცების შემთხვევაში ქვეყნისთვის რა შეიცვლება?

705 ათასი პენსიონერის ბედი? არა, ისინი სიღარიბის ზღვარზე რჩებიან. ყოველი ახალი წლის და ახალი დღის დადგომის ეშინიათ. თქვენი დამტკიცების წუთიდან, იქნებით პრემიერი, რომელმაც უარი უთხრა მათ პენსიის 50 ლარით გაზრდაზე.

თქვენი მშვიდი ტონი რაიმე შეღავათია 150 ათასი ადამიანისთვის, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღეთ? რა თქმა უნდა არა, 2 დღის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ გითქვამთ მათზე.

70 000 საჯარო მოხელე, რომელიც სამსახურებიდან გააგდო თქვენმა მთავრობამ და ახლა ისმენენ თუ რამდენი პრემია აიღეს მინისტრებმა, მათმა ნათესავებმა, ქართული ოცნების აქტივისტებმა.

რამეს შეუძლია გადაფაროს ის, რომ ლარი დრამატულად გაუფასურდა?! რამეს შეუძლია გადაფაროს ის ფაქტი, რომ თქვენი ეკონომიკის მინისტრობის დროს, საქართველო ევრაზიის კონტინენტზე ერთადერთი ქვეყანა გახდა, სადაც შიმშილის ზღვარს ქვემოთ მყოფი ხალხის რაოდენობა გაიზარდა. გირჩევთ ამ სტატისტიკაზეც იფიქროთ და იქნებ მერე არ მოგვიყვეთ ასე თავდაჯერებულად, რომ ქვეყანაში ყველაფერი იდეალურადაა.

იქნებ მეც მეფიქრა, რომ რაღაცას შეცვლით, თქვენს მინისტრთა კაბინეტში კულტურის მინისტრი, რომელმაც საყდრისის აფეთქებას მოაწერა ხელი. ქუმსიშვილი, რომელიც ოდიშარიას აძალებდა ამისთვის ხელის მოწერას აიზულებდა.

მე დღეს გავაკეთე 2 დასკვნა – თქვენ სწორად შერჩეული ტონით საუბრობთ, თქვენ ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც ამას ღარიბაშვილი აკეთებდა.”

banner
წინა სტატიაში“გულწრფელად გისურვებთ, რომ ყოფილიყავით სპარტაკი”
შემდეგი სტატიაგაზპრომის ხელმძრვანელობამ გადაწყვიტილება შეცვალა