დღეს კიდევ უფრო ახლოს ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან – უგულავა ივანიშილის წასვლაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ბიძინა ივანიშვილის წერილს და მისი პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.
უგულავას თქმით, ივანიშილის წასვლა დღეს, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი, არის უკიდურესი უპასუხიმგებლობა და სისუსტის გამოვლინება.
უგულავამ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე, მოსახლეობამ 41 ნომერი შემოხაზა ბიძინა ივანიშვილის და არა რომელიმე სხვა ახალი თუ ძველი სახის გამო, ხოლო მისი წასვლის შემდეგ, ლეგიტიმაციის პრობლემა კიდევ უფრო მეტად დგება.
უგულავას თქმით, ივანიშვილის ამ ნაბიჯით, დღეს ქვეყანა კიდევ უფრო ახლოსაა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან.
„სინამდვილეში, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე ვირთხის წელიწადში გამოუტანა წირვა ბიძინა ივანიშვილს, მან იჭირვეულა და ეხლა უკვე ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა, როგორც ხარმა, მაგრამ არსი არ შეცვლილა, ის დამარცხდა არჩევნებზე როგორც ვირთხა და შემდეგ მიისაკუთრა ძალაუფლება.
ამრიგად, დღევანდელი წერილი არსებითად არაფერს არ ცვლის, მე შორს ვარ იმ კოსნპირაციისგან, რომ დავიწყო იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავს გვაჩვენებს თუ მართლა მიდის. თავისთავად ცხადია, რომ სანამ მორიგი მთავარი პროკურორი შოთაძე ან მურუსიძე მისაღებში იდგება სქელი საქაღალდეებით თუ ვინ დაიჭირონ და ვინ გამოუშვან ციხიდან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება. ამ თვალსაზრისით, რათქმაუნდა, არაფერი არ შეიცვლება და ნურანაირ ილუზიას ნუ შევიქმნით, ამიტომ, ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის და სისუსტის გამოვლინება.
უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელიწადი მართავ მილიარდერი და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას, ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს გადასახდელად, უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართელობის დროს პრაქტიკულად, 2,5-ჯერ დევალირდა ეროვნული ვალუტა, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო.
უკიდრესი უპასუხისმგებლობაა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ, მაშინ როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და პასუხისმგებლობაა შენზე და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზეა, მეორე საკითხია მიტაცებულია თუ არა ეს პასუხისმგებლობა. უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინებაა, როდესაც ქვეყანას კრიმინალი ძიძგნის, შენ ასე, ფეისბუქ სტატუსით იპარები და ქვეყანაში ასეთი წესი დამკვიდრდა, რომ ფეისბუქ სტატუსებით იქცევიან და იპარებიან და პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობენ.
მინდა ვუთხრა ქართული ოცნების ამომრჩევლებს, ჩვენ ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, განსხვავებული პოზიცია გვაქვს, მაგრამ ერთი რამე არის უდაო, რომ თქვენ, ვინც 31 ოქტომბერს 41 ნომერი შემოხაზეთ, ის არ შემოგიხაზავთ კობახიძის, ელისო ბოლქვაძის თუ ქართული ოცნების რომელიმე ახალი თუ ძველი სახის გამო, თქვენ 41 შემოხაზეთ ბიძინა ივანიშვილის გამო, შესაბამისად, ამ პარლამენტს, რომელიც დღეს ერთპარტიულია, ისედაც ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს და თუნდაც მოჩვენებითი თუ რეალური თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ლეგიტიმაციის პრობლემა კიდევ ათჯერ თუ ასჯერ უფრო მწვავედ დგება.
შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ რიგგარშე საპარლამენტო არჩევნებთან, თქვენ, ვინც ივანიშვილს მიეცით ხმა , ივანიშვილმა გიღალატათ, დაგტოვათ პანდემიის წინაშე, ამ ხროვის წინაშე, რომელსაც არასდროს არაფერი არ გაუკეთებია და 8 წელიწადშიც კი ვერაფერი ისწავლა, თქვენ ივანიშვილმა გაგწირათ, მოგატყუათ და დაგიტოვათ ეს ერთპარტიული პარლამენტი.
თუ რაიმე დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ იმ ლოგორეადან და მე იმ წერილს სხვა ვერაფერს ვერ ვეძახი, ის მხოლოდ ივანიშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მეტყველებს, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს სამჯერ ციტირებ დ საუბრობ როგორ კარგ ოპოზიციას შექმნიდი, თითქოს რაიმე სტანდარტი შექმნა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ივანიშვილი გვეუბნება, რომ ის ჩვენით თამაშობს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა ღარიბდება, და უკან მიდის.
დღეს, როგორც არასოდეს, გაიქცა, წავიდა, სისუსტის ნიშანია ეს თუ სხვა უპასუხსმგებლობის, ფაქტი ერთია, რომ ჩენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით რიგგარეშე არჩევნებს. ჩვენ ასევე დავინახეთ ეს ადამიანი როგორ გავეშებული საუბრობს ოპოზიციაზე, დიახ მეგობრებო, ოპოზიციას არ ირჩევს ივანიშვილი, ოპოზიციას არ ირჩევს ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს ამომრჩეველი, ისევე როგორც ამომრჩევლის შედარებითი სიმცირე ირჩევს ოპოზიციას. დიახ, დღეს საქართველოს ჰყავს ოპოზიცია, რომელსაც ივანიშვილი ვერ აკონტროლებს, მიუხედავად 8 წლიანი დაუღალავი შრომისა და წვალებისა, ამიტომ, დღვანდელი დღე, თუ რაიმეთი იქნება აღსანიშნავი, იქნება მხოლოდ ერთით, ეს იქნება კიდევ უფრო მიახლოვება კრიზისის განმუხტვასთან, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან, რადგან თუ ვინმემ მიეცით ხმა ქართულ ოცნებას, ისიც კი გარბის, როგორც უკანასკნელი ვირთხა.
ამრიგად, დავსხდეთ და დავიწყოთ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, როგორც პოლიტიკუტი და ეკონომიკური კრიზისის ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავალზე.“ – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავა – უახლოეს დღეებში მიიღებთ ინფორმაციას, ვინ იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა