დღეს ყველაზე დაბალი ეკონმიკური ზარდაა ბოლო 5 წლის განმავლობაში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ თუ დროულად არ მოხდა ცვლილებები საქართველო ყოველგვარ პერსპექტივას დაკარგავს.

“პრობლემები, რომლის წინაშეც ჩვენი მოსახლეობაა, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია. დღეს ყველაზე დაბალი ეკონმიკური ზარდაა ბოლო 5 წლის განმავლობაში – 1.7 % ორ თვეში. დღესაა ყველაზე მაღალი საგარეო ვალი – 15 მილიარდი დოლარი, როცა 2012 წელს ის 8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. დღესაა ყველაზე დაბალი საგარეო ვაჭრობა ექსპორტისა და იმპორტის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ არც ვალუტა შემოდის და ჩვენი მოსახლეობის მოხმარება მინიმუმამდე ეცემა. მთავრობამ კიდევ ერთხელ მოატყუა მოსახლეობა, როცა მათ მხარი დააჭერინა ე.წ. დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით, 2 წელი ეს ფული გადაუხადა ხალხს და წელს ის გაუქმდა.

თქვენ ქვეყანას იმ ეკონომიკური კრიზისისკენ მიაქანებთ, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ამოიყვანს. თუ სხვა ძალამ ეს ყველაფერი ამ საპარლამენტო არჩევნებზე არ შეაჩერა, ქვეყანას პერსპექტივა არ ექნება.”

banner
წინა სტატიაშისირიაში აფეთქებული ვეტმფრენი მი-28h “ღამის მონადირე” უცხოპლანეტელებს გადაეყარა (ვიდეო)
შემდეგი სტატიადეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ტიტას ხეს, რომელმაც შავი ზღვა გადაცურა, უფრო მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე კვირიკაშვილს მისი პრემიერად მოღვაწეობის 100 დღეში