,,დღეს ხელისუფლებაში ვინც არის, ხვალ ოპოზიციაში იქნება, ან ოპოზიციაშიც არ იქნება” – ეკა ბესელია

აკანონმდებლო ორგანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს.

ქართული ოცნებიდან დემარშით წასულმა დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია.

მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოსამართლეთა 10-კაციანი სადავო სია იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არ გაიტანა.

„წინააღმდეგობის გამწევი არ არის ეს უმრავლესობა იმ პროცესისთვის, რაც არ არის ჯანსაღი. ყველა გადასახედიდან, როგორც კი იწყებ უკან მიბრუნებას, ზუსტად და სწორედ მოვიქეცი, როდესაც არ გამოვიტანე ის სია კომიტეტის სხდომაზე. იმ ბარიერის მოხსნამ, რომლითაც ის ვერ მოხდა სესიაზე, ვერ მოხდა ის, რომ არ არის დამტკიცებული ის სია. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ საბოლოოდ დამორჩილებული სასამართლო სისტემა არასოდეს არ არის არავისთვის შედეგის მომტანი. იცვლება ყველაფერი და იცვლება სწრაფად. დღეს ხელისუფლებაში ვინც არის, იქნება ხვალ ოპოზიციაში, ან ოპოზიციაშიც არ იქნება და სადაც იქნება იქ გაყვება ეს სიმძიმე,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში„ეკა ბეჟანიშვილის ოჯახი შეეშალათ… თამრიკო ჭოველიძის მამა შეეშალათ… ტვიტერი შეეშალათ…“
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს