“დღეს ხელისუფლებას უფრო მეტი დრო ჰქონდა იმისთვის გაეაზრებინა, რაღაც სახეები შეერჩია”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიგი წერეთელს ეჭვი ეპარება, რომ განახლებულმა სახელისუფლო გუნდმა არჩევნებში საზოგადოების მაღალი ნდობა მიიღოს.

”ქართული ოცნების” წინა სია იმდენად ჭრელი იყო, იდეოლოგიურადაც აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები სხვა ტალღაზე იყვნენ მოსული. დღეს ხელისუფლებას უფრო მეტი დრო ჰქონდა იმისთვის გაეაზრებინა, რაღაც სახეები შეერჩია. ზოგიერთს გარკვეული საქმიანობიდან ვიცნობ, თუმცა ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი გარდატეხას მოახდენენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ გუნდის მოსვლით იმდენად გაუმჯობესდება ამ ოთხი წლის განმავლობაში გაფუჭებული საქმეები, რომ ხალხი უკეთესად დაიწყებს ცხოვრებას. განახლებულ ”ქართულ ოცნებაში” არის ხალხი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს”- აცხადებს გიგი წერეთელი და განმარტავს ზოგი მათგანი პოლიტიკური ლიდერიც იყო, მაგრამ აბსოლუტურად ფერმკთალი და უპრინციპო.

“ასე რომ, მგონია, არაფრის შემძენი ისინი არ იქნებიან, ერთადერთი ეს ხალხი ნავსაყუდელს ეძებს – ისეთი ადამიანები, რომლებმაც ფეხი ვერსად მოიკიდეს, ახლა ბიძინა ივანიშვილის ფულის იმედად არიან – იქ ასეთებიც იქნებიან”,- განაცხადა გიგი წერეთელი.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვების ძალიან მაღალი შანსი აქვს
შემდეგი სტატიაკოზა ნოსტრას ბოსი, მეტსახელად “ტრაქტორი” კიბოთი გარდაიცვალა