“დღეს ხელისუფლებამ თავისი გაიტანა, აირჩია ისეთი კანდიდატურა როგორიც მას უნდოდა”

ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც მმართველი გუნდისთვის, ქართული ოცნებისთვის, მისაღებია.

გაერთიანებული დემოკრატების ლიდერს მიაჩნია, რომ მიმდინარე პროცესები ქვეყანაში საშიშ ტენდენციებს ქმნის და არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლება სრულად ცდილობს გააკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება.

“დღეს ხელისუფლებამ თავისი გაიტანა, აირჩია ისეთი კანდიდატურა როგორიც მას უნდოდა. როგორი ინება ეს თავმჯდომარე მომავალში ამის განჭვრეტა არ შემიძლია, მას მე არ ვიცნობ. იმედი მაქვს, რომ ის იქნება დამოუკიდებელი და ობიექტური, თუმცა ეს გამალებული ბრძოლა მისი კანდიდატურის სასარგებლოდ გარკვეული ეჭვის საფუძველს ტოვებს. მე ვხედავ ძალიან საშიშ ტენდენციებს ქვეყანაში და ეს ტენდენციები იქნება უპირველესყოვლისა სასამართლო ხელისუფლების მთლიანად გაკონტროლების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი : ,,მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს ,,ქართულ ოცნებაზე“ დაქვემდებარება“
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : საკონსტიტუციო სასამართლო მომავალში დამოუკიდებელი იქნება