დღეს ჯეფ ბეზოსი, “”ამაზონის” დამფუძნებელი, კოსმოსში გაფრინება

კომპანია “ამაზონის” დამფუძნებელი და დედამიწაზე ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯეფ ბეზოსი სამშაბათს კომპანია Blue Origin-ის ხომალდ “ნიუ შეპარდით” კოსმოსს გაემგზავრება. ბეზოსის გარდა ბორტზე მისი ძმა მარკიც იქნება, რომელიც ავიაკოსმოსური ინდუსტრიის ვეტერანია, გარდა ამისა, იქნებიან 82 წლის პირველი ქალი-ინსტრუქტორი უოლი ფანკი და 18 წლის ჰოალნდიელი სტუდენტი ოლივიე დეიმენი.

ბეზოსი დიდი ხანი გეგმავდა ამ ფრენას. თუკი ყველაფერი წარმატებით დასრულდება, ის მეორე “კოსმოსური მილიარდელი” იქნება, რომელმაც სტრატოსფეროს საზღვრებს საკუთარი კომპანიის ხომალდით მიაღწია.

ბეზოსის ფრენა სულ 11 წუთი გაგრძელდება. 40 კილომეტრის სიმაღლეზე კაფსულის რაკეტა-მატარებლისგან გამოყოფის შემდეგ ის 105 კილომეტრის სიმაღლემდე ავა, რამდენიმე წუთი უწონობის ზონაში იქნება, შემდეგ პარაშუტებით დაეშვება.
თვითონ ბეზოსი რაკეტის, ხომალდის და ავარიული დახმარების სისტემების უსაფრთხოებაში დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ მისი ეკიპაჟის წევრები კოსმოსში სკაფანდრების გარეშე, მხოლოდ Blue Origin-ის საფრენი კოსტიუმებით გავლენ.

ფრენა კომპანიის გვერდზე პირდაპირ ეთერში ქინება გადაცემული.

ის რამდენიმე საათში დაიწყება.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩის გზაგამყოფი რეაბილიტირდა და გამწვანება მოეწყო
შემდეგი სტატიაპერუს საპრეზიდენტო არჩევნებში სოფლის ყოფილმა მასწავლებელმა გაიმარჯვა