დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთაა „რუსთავი 2“- ის განადგურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი საზოგადოებას მოუწოდეს 10 თებერვალს, 13:30 საათზე რუსთაველის მეტროსთან მოვიდეს და იმ აქცია-მსვლელობას შეუერთდეს, რომლის მთავარი მიზანიც სიტყვის თავისუფლების დაცვაა.
„ დღევანდელმა ხელისუფლემა და მისმა არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა, ევროპარლამენტის მიერ უვიზო მიმოსლვის დამტკიცება მიიღო როგორც სიგნალი იმისა, რომ სასწრაფოდ დაიწყოს ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის დევნა.
მიხარია, რომ დღეს ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა პარლამენტის ტრიბუნიდან პირდაპირ ეთერში ვისაუროთ. არ ვარ დარწმუნებული რომ საზოგადებრივ ტელევიზიაში მივლენილი ვასილ მაღლაფერიძე ამის სასუალებასაც არ წაგვართმევს.
დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთაა „რუსთავი 2“- ის განადგურება, რადგან ის დარჩა ერთადერთ ქმედით ტელევიზიად, რომელსაც სიმართლის თქმა შეუძლია. მაგრამ ამის შესაზლებლობას თქვენ ქართველი ხალხი არ მოგცემთ.
ამიტომ, მოვუწოდებ საზოგადებას რომ 10 თებერვალს მოვიდნენ რუსთაველის მეტროსთან საიდანაც დაიწყება მსვლელობა და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს, რომ ეს ქვეყანა საქართველოს მოქალეებისაა და არა მისი.“ განაცხადა სამადაშვილმა.
ასევე, დეპუტატმა მოუწოდა პარლამნეტს დაიბარონ ზურაბ აბაშიძემ, რათა მათ მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებს უპასუხოს.

banner
წინა სტატიაშიკრემლი მზაკრული გეგმის განხორციელბას იწყებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა