დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა – ამის შესახებ ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია საკუთარ Telegram-ის არხში წერს. უკრაინელი პოლიტიკოსი ამ განცხადებით ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ჩანაწერებს გამოეხმაურა.
“დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ უნდათ ქართველებისა და უკრაინელების ჩხუბი ათწლეულების განმავლობაში. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილსა და მის აქტივებზე დასავლეთში სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ვერც ოკუპანტები და ვერც ისინი, ვინც მათ ეხმარებიან” – თქვა მან.