დღეს იტალიაში გლოვაა გამოცახდებული

დღეს, შაბათს, იტალიაში გლოვის დღე გამოცხადდა, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად. მთელს ქვეყანაში ეროვნული დროშები დაშვებულია. მიწისძვრის შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით 278 ადამიანი დაიღუპა, 400-მდე საავადმყოფოშია გადაყვანილი სხვადსხვა სახის დაზიანებებით.
იტალიის პრემიერი, მათეო რენცი ქალაქ ამატრიჩეში დაღუპულებთან დამშვიდობების ცერემონიას დაესწრება – ამატრიჩეში 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ქალაქის ყველა შენობა დაინგრა ან დაზიანდა.

6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 24 აგვისტოს იტალიის ცენტრალურ ნაწილში, რომიდან 140 კილომეტრში მოხდა.

51 52 54 55

banner
წინა სტატიაშისპორტსმენმა ოლიმპიური მედალი ავადმყოფი ბავშვის დასახმარებლად გაყიდა
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე გიორგი პაპუაშვილს “ენმ”-ის პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებს