დღეს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპარლამენტმა

ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ

მინდა მივულოცო დღევანდელი დღე საქართველოს ყველა მოქალაქეს. დღეს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო  ევროპარლამენტმა. საქართველო უბრუნდება თავის ისტორიულ ადგილს“ – აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით,  ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესები ნაციონალურმა მოძრაობამ 2006 წელს დაიწყო.

„მინდა მივულოცო დღევანდელი დღე საქართველოს ყველა მოქალაქეს. დღეს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო  ევროპარლამენტმა. საქართველო უბრუნდება თავის ისტორიულ ადგილს – ევროპულ ოჯახს და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წარმატებით დაგვირგვინდა ის პროცესი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ჯერ კიდევ 2006 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა იმისთვის, რომ დღეს მიგვეღო უვიზო მიმოსვლა ევროპასთან

მინდა ავღნიშნო, რომ როცა ეს პროცესი  დავიწყეთ, ბევრი ადამიანი სრულიად სკეპტიკურად უყურებდა ამ პროცესს, არ სჯეროდა ამის რეალობად ქცევის, ისევე, როგორც დღეს ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს საქართველოს ევროკავშირის სულუფლებიან წევრად ქცევას.

როდესაც არის ამის შესაბამისი პოლიტიკური ნება, არ არსებობს არცერთი ამოცანა, რომლის განხორციელებაც შეუძლებლია.  ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დროა ამბიციურად შეხედოთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და შექმნათ შეუქცევადი ევროპული მომავალი, თუ რა თქმა უნდა, მართლაც მხარს უჭერთ ევროინტეგრაციისკენ მიმართულ საგარეო კურსს.

ვფიქრობ, კონსტიტუციაში საგარეო მიმართულება უნდა დაფიქსირდეს და ჩვენ ერთ დღეს ვიზეიმებთ იმასაც, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. „

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი უნდა გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის
შემდეგი სტატიაკოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ მადლობას უხდის ევროკავშირს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებისთვის