14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

დღეს, ისლანდიაში ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება- Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, დღეს, ისლანდიაში ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება.

ისლანდიის მოსახლეობა რეფერენდუმში საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან (თბილისის დროით 13:00) შეძლებს.

ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერების განცხადებით, გაწევრიანება ისლანდიისთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სარგებლის მომტანი იქნება.

ამასთან, მოლაპარაკებების განახლების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, გაწევრიანება ისლანდიის სუვერენიტეტსა და სათევზაო წყლებზე კონტროლს საფრთხეს შეუქმნის.

Gallup-ის მიერ 28 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 51.6% ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას ეწინააღმდეგება, ხოლო 48.4% მხარს უჭერს.

ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წელს შეიტანა. მოლაპარაკებების პროცესი ისლანდიის მაშინდელმა მთავრობამ 2013 წელს შეაჩერა.

banner
წინა სტატიაშიBBC: პუტინი NATO-სთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს