„დღეს იმას ვხვდები, რომ ამ ქალის გაპრეზიდენტება ქვეყნის ღალატია”

მღვდელმონაზონი ანდრია სარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ის „უქნარა პოლიტიკოსს ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემს“, მისი თქმით, დღეს ქალის გაპრეზიდენტება ქვეყნის ღალატია:

“იყო დრო, როდესაც 2007 წელს ,,გრეჩიხას” მივეცი ხმა, რადგან მიმდინარე პოლიტიკა იმ დროისთვის არ მომწონდა, შემდეგ წავიდა ამ შეცდომების გამო ის ხელისუფლება 2012 წელს, მაგრამ გავიდა 6 წელიწადი, ვაცნობიერებ რომ ადამიანებს მხოლოდ იმ ,,ცხრა წლიანი” რეჟიმის შეხსენებით გვაშინებენ. არავითარ შემთხვევაში არ მივცემ უქნარა პოლიტიკოს ხმას, ეს ჩემი პირადი არჩევანია. ზურაბიშვილი ჩემთვის არჩევანს არ წარმოადგენს. არცერთი პარტიის მომხრე არ ვყოფილვარ, რადგან ჩემი ,,პარტიის თავმჯდომარე” ღმერთია, თუმცა დღეს იმას ვხვდები რომ ქალის გაპრეზიდენტება ქვეყნის ღალატია. სხვაგვარად არ მესმის… რომ არ მოგვწონდა შევცვალეთ მთავრობა, მართლა გგონიათ რომ ბიძინამ შეცვალა?! შეცვალა ხალხის პროტესტმა!!!! და იგივე პროტესტი შეცვლის ნებისმიერ მთავრობას, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებებს და სიყვარულის ნაცვლად რეპრესირების ენით შემოგვხედავს. ეს შიში ჩემთვის არ არსებობს! არსებობს შიში მხოლოდ სალომესგან მომდინარე!!!”, – წერს მღვდელ-მონაზონი ანდრია.

banner
წინა სტატიაშირუსთავის მერიასთან წინასაარჩევნოდ ილოცეს
შემდეგი სტატია,,სალომე ზურაბიშვილმა ევროპული სტილის საარჩევნო კამპანია წარმართა, თუმცა ოპონენტების პასუხი იყო სიძულვილი და აგრესია”