26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

“დღეს იცინით, ხვალ თავად აღმოჩნდებით ამ გულგრილობის წინ”- ზურა სიხარულიძე ხელისუფლებას და პროპაგანდისტებს მიმართავს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ექიმი ზურა სიხარულიძე მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრისას მმართველ გუნდსა და მის პროპაგანდისტულ მანქანას კორუფციასა და მილიონების უაზრო ფლანგვაში ადანაშაულებს. სიხარულიძე საზოგადოებას დეჰუმანიზაციის საფრთხეებზე აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ სისტემის გულგრილობის მსხვერპლი ხვალ შესაძლოა ნებისმიერი მოქალაქე გახდეს.

მისი შეფასებით, უკიდურესად ცინიკურია, როდესაც ჯანდაცვის სფეროში ადამიანების გადასარჩენად საჭირო თანხებს ხელისუფლება ფუჭ პიარ-კამპანიებსა და კონცერტებს ამჯობინებს.

„ყველაზე ცინიკურია, როცა ადამიანები, რომლებიც მკურნალობაზე ხალხის მიერ შეგროვებულ ფულს ბინძურ კომპანიას უპირისპირებენ, მშვიდად უყურებენ მილიონების ფლანგვას პროპაგანდაში, პიარ-კამპანიებში, ფსევდოპატრიოტულ კონცერტებში და კორუფციაში.

ხოლო პროპაგანდისტებს, რომლებიც საზოგადოებაში სიძულვილს და დეჰუმანიზაციას თესავენ, უნდა ახსოვდეთ — ცხოვრება ბუმერანგია და სიტყვებსაც აქვთ დაბრუნების უნარი. დღეს სხვის დაავადებაზე იცინით — ხვალ შეიძლება იმავე სისტემის გულგრილობის წინ თავად აღმოჩნდეთ“, — აცხადებს ზურა სიხარულიძე.

banner
წინა სტატიაშიზურა სიხარულიძე: ექიმი, რომელიც პაციენტს “ღირსეულ” და “უღირს” ავადმყოფებად ყოფს, საკუთარ პროფესიას ღალატობს
შემდეგი სტატიამიტროპოლიტი დანიელი: დაკავებულების თემაზე ილია მეორის სიცოცხლეშიც გვისაუბრია, საუბრები ახლაც გრძელდება