„დღეს გვიხდება ვიბრძოლოთ საერთო ევროპული და ამავდროულად ლიტვური თუ ქართული ფასეულობებისთვის“

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, როგორც 90-იან წლებში, ასევე დღესაც საქართველოს და ლიტვას უხდებათ ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის.

როგორც ბარამიძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვილნიუსის ტრაგედიის 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა, საქართველო უნდა იყოს სოლიდარული ლიტველი ხალხის მიმართ.

„ლიტვის ისტორიაში ტრაგიკული დღე იყო 13 იანვარი, როგორც ჩვენთვის 9 აპრილი. ჩვენ გვქონდა ბედნიერება, რომ ლიტველ ხალხთან ერთად სოლიდარულები ვყოფილიყავით, ლიტველი ხალხის ეროვნულ გამათვისუფლებელ ბრძოლაში. ერთად ვიბრძოდით საერთო თავისუფლებისთვის და ვფიქრობ, დღესაც ეს ძალიან აქტუალურია, რადგან დღესაც გვიხდება ბრძოლა საერთო თავისუფლებისთვის, საერთო ევროპული და ამავდროულად ლიტვური თუ ქართული ფასეულობისთვის – იმ ფასეულობებისთის, მიზნებისთვის რასაც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთალიანობა და დამოუკიდებლობა ჰქვია, რასაც დაცვა, სოლიდარობა და თანამშრომლობა სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს თუ რა ხდებოდა მაშინ“, – განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ 1991 წლის იანვარში მაშინდელი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით სცადა, საკუთარი კონტროლისთვის დაექვემდებარებინა ლიტვაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. 13 იანვარს საბჭოთა ჯარისკაცებთან შეტაკებისას, ვილნიუსის ცენტრში, სხვადასხვა მონაცემებით, 14-დან 16-მდე ადამიანი დაიღუპა, კიდევ 150-მდე პირმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. საბჭოთა მედესანტეებმა და ტანკისტებმა იერიშით აიღეს ვილნიუსის სატელევიზიო ცენტრის შენობა. მეორე დილით საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ მომხდარზე არაფერი იცოდა.

banner
წინა სტატიაშიინტელექტკლუბის წევრები შესაძლოა პოლიტიკაში ვიხილოთ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციამ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებზე მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა