დღეს გიორგობაა

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს – 23 აპრილს (6 მაისს) – წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

წმიდა გიორგის ცხოვრების დროს ორ დიდ სარწმუნოებას, კერძოდ, კერპთაყვანისცემლობას და მართლმადიდებლობას შორის დიდი დაპირისპირება იყო, რა დროსაც მოწამეს უხდებოდა ეღიარებინა საჯაროდ ქრისტე, რომლის გამოც არაერთი განსაცდელი შეამთხვიეს მას.

დიდმოწამე გიორგი რომის არმიაში წარჩინებული მხედართმთავარი იყო. დიდი ავტორიტეტის და გავლენის მქონე. დიოკლიტიანე მას დამატებით სამეფოს ნახევარს სთავაზობდა, ოღონდ გიორგის დაეთმო მისი სარწმუნოება – ქრისტე.

არაერთი წამების მოწმე გახდა წმიდანი, ხან ურმის თვალზე დააკრეს, ხან გავარვარებულ კირის ღუმელში მოათავსეს, ხან რკინის ჩექმები ჩააცვეს, რომელშიც წვერწამახვილებული ლურსმნები იყო დამაგრებული, რათა დაჩხვლეტოდა ფეხები და ისე არბენინეს. მაგრამ ყოველი წამების დროს წმინდანს თავად ქრისტე აძლიერებდა და სასწაულებრივად კურნავდა.

დიოკლეტიანეს უმთავრესმა ქურუმმა გრძნეულმა ხერხს მიმართა და მეფე დიოკლეტიანეს სთხოვა ებრძანებინა წმინდანისათვის მკვდრის გაცოცხლება, წმიდანმა კი ქრისტესადმი ლოცვით აღადგინა მკვდარი.

წმიდა გიორგის მთელი მსოფლიო სცემს თაყვანს, მაგრამ წლის განმავლობაში, 23 ნოემბერს და 6 მაისს მხოლოდ საქართველოს მართლამდიდებლური ეკლესია აღნიშნავს. ეს მეტყველებს იმაზეც, რომ საქართველოში წმინდანს განსაკუთრებით სცემენ თაყვანს.

23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმიდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი მისი თავის კვეთას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. საქართველოში რომ განსაკუთრებულად დიდ პატივს მიაგებენ წმინდანს ეს XVIII საუკუნის ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებიდანაც ჩანს. “არა არს საქართველოში არცა მთანი და არცა მაღალნი ბორცვნი სადაცა არ იყოს ტაძარნი ანუ ნიშანი წმიდისა გივარგისანი”.“

banner
წინა სტატიაშიპროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაკობა კობალაძე ამერიკის საელჩოს ატაშეს შეხვდა