დღეს გიორგობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა სრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე პარაკლისს მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში გადაიხდის, 19:00 საათზე კი, ქართულ დიასპორასთან პატრიარქის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წელიწადში ორჯერ – 6 მაისსა და 23 ნოემბერს იხსენიებს.

23 ნოემბერს გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.

banner
წინა სტატიაშიოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ, ოსმა ძალოვნებმა სოფელ ატოცის ორი მცხოვრები გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიასაქმე სასამართლოს გადასაწყვეტია – კობახიძე “რუსთავი2”-ის საქმეზე საუბრობს