საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.

სროლის შემდეგ რაშიდ კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები.
გიგა ოთხოზორია, მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გიგა ოთხოზორია არის სიმბოლო ოკუპაციასთან ბრძოლის, ის არის სიმბოლო იმისა, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ ქმედებებს
















