დღეს ღამით საქართველოში ძლიერ ყინვას ელოდებიან

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ყინვა რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. მაღალმთიანეთში ყინვა -21 გრადუსსაც მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ქარბუქის შედეგად, თოვლი გზებზე ჩამოვა, რის გამოც ისინი მოიყინება.

8 დეკემბრის მონაცემებით ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ყინვამ -13 გრადუსს მიაღწიოს, მაღალმთიან რაიონებში კი მოსალოდნელია -16 გრადუსი.

დედაქალაქში დღეს საღამოს მოსალოდნელია -5 გრადუსი ყინვა. უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ქარი ჩადგება.

banner
წინა სტატიაშიფასანაურთან ჩარჩენილი ტრაილერები- სავარაუდოდ, გარდაცვლილები არიან მძღოლებიც
შემდეგი სტატია“დამემუქრნენ მეუღლის გაუპატიურებით, მიშვერდნენ ელექტროშოკს”- ებრაელი ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცველებზე