“დღეს გავაცდინე”- გია ჟორჟოლიანი ბიუროს სხდომაზე არდასწრების მიზეზებს განმარტავს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გია ჟორჟოლიანი ბიუროს სხდომაზე არდასწრების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სხდომაზე პირადი მიზეზების გამო არ იმყოფებოდა.

მისი თქმით, პარლამენტი არ ფუნქციონირებს და ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის, რადგან ზოგიერთი დეპუტატი ქალაქიდან გასულია.

“ბიურო არასდროს გამიცდენია. დღეს გავაცდინე, რადგან პირად საქმეზე ვიყავი. მოგეხსენებათ, პარლამენტი არ ფუნქციონირებს და ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის. ზოგიერთი დეპუტატი წასულია,”-აცხადებს გია ჟორჯოლიანი.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა.

banner
წინა სტატიაში“საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის მიერ განსათავსებლად წარდგენილი სარეკლამო რგოლის კანონთან შესაბამისობა”
შემდეგი სტატიაკასპში მწყემსის ცხედარი იპოვეს