დღეს გახდება ცნობილი, გაათავისუფლებენ თუ არა „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს

დღეს გახდება ცნობილი, გაათავისუფლებენ თუ არა „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, ბრალდებულ გიორგი რურუას. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლაზე სასამართლო სწორედ დღეს იმსჯელებს.

პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება და მასზე გიორგი რურუას ადვოკატები ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ. დაეთანხმება თუ არა, აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა, ჯერ უცნობია. გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

რურუა ერთ-ერთია, ვის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის მომატება პოზიტიურ გავლენას მოახდენს ზოგადად ავადობასა და გავრცელების სიხშირეზე
შემდეგი სტატიასილამაზის სალონები და მედიცინის ცენტრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ