დღეს ერთიანობა არის გამარჯვების უალტერნატივო გასაღები! – იგორ ნარმანია

“დღეს ერთიანობა არის გამარჯვების უალტერნატივო გასაღები! თითოეულ ჩვენგანს გააზრებული აქვს, რომ რუსული ოცნება ძალიან მალე, ზუსტად 100 დღეში უნდა მოშორდეს ქართულ ხელისუფლებას! ” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ.

“ერთიანობა – ეს არის გამარჯვების გასაღები და ჩვენ ეს ყველას ძალიან კარგად გვესმის, თითოეულ ჩვენგანს გააზრებული აქვს, რომ რუსული ოცნება ძალიან მალე, ზუსტად 100 დღეში უნდა მოშორდეს ქართულ ხელისუფლებას! ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ 100 დღეში საქართველოში უნდა დასრულდეს უსამართლობა, საქართველოში უნდა დასრულდეს სიღატაკე, საქართველოში უნდა დასრულდეს მასობრივი ემიგრაცია, რომელმაც ფაქტობრივად დაასრულა და დაასუსტა ქართული მოსახლეობა. ამიტომ დღეს ერთიანობა არის გამარჯვების უალტერნატივო გასაღები!” – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიზუსტად 100 დღეში ვიზეიმებთ საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებას – სოფო ჯაფარიძე
შემდეგი სტატიახვიჩია – გახარიასა და ხაზარაძეს მობოდიშებების ეტაპი აქვთ გასავლელი, ცოტა დათმობები დასჭირდებათ