დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს, 19:30 საათზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ნატოს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.

საბჭოს წინაშე მოხსენებებით წარსდგებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაოთხი ცეცხლნასროლი ჭრილობა – პრეზიდენტის სიძის დაკითხვა ვერ ხერხდება