ბავარია საქართველოს და უკრაინის უსაფრთხო ქვეყანად აღიარებას მოითხოვს

ბავარია საქართველოს და უკრაინის უსაფრთხო ქვეყანად აღიარებას მოითხოვს

bavariaბავარია უსაფრთხო ქვეყნების სიაში კიდევ 11 ქვეყნის შეყვანას მოითხოვს, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, საქართველოს და მოლდოვასი. შესაბამისი განცხადება ბავარიის მთავრობამ ბუნდესრატს (გერმანიის ფედერალური მიწების ხელისუფლება) გაუგზავნა – ამის შესახებ “როიტერი” იტყობინება.

რამდენიმე ხნის წინ გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოროკო, ალჟირი და ტუნისი უსაფრთხო ქვეყნებად აღიარონ. შეთავაზებულ 11 ქვეყანაში შედის ბანგლადეში, ბენინი, გამბია, საქართველო, ინდოეთი, მალი, მონღოლეთი, ნიგერია, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა.

უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება არ ექნებათ.

timer.ge

banner
წინა სტატიაშიშტაინმაიერი: სირიის შესახებ მოლაპარაკებები დამაიმედებელია
შემდეგი სტატიათურქეთმა რუსეთი ისევ დაადანაშაულა საჰაერო სივრცის დარღვევაში