დღეს, „დედამიწის საათი“ აღინიშნება

შეცვალე კლიმატის ცვლილება – „დედამიწის საათის“ მეათე რაუნდი მსოფლიოში დღეს აღინიშნება.

ადგილობრივი დროით, 20:30 საათიდან, კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს, 20:00 საათზე, დედაენის ბაღში დრამერების შოუ გაიმართება, “სეუ არტ პროჯეკტის” მოცეკვავეები ორიგინალურ საცეკვაო ნომერს წარმოადგენენ. ასევე, საღამოს მუსიკალურად ჯგუფი Loudspeackers გააფორმებს.

ღონისძიება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

ღონისძიების მთავარი მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლაა.

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები “დედამიწის საათის” დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

banner
წინა სტატიაშიკასპის რაიონიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი გაიტაცეს
შემდეგი სტატიასენაკში ნიკა გაბეჩავას ცხედარი იპოვეს