დღეს დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართება

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.

პროცესი 12 მარტს უნდა გამართულიყო. თუმცა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვა, სხდომათა დარბაზი თავდებში მყოფმა დეპუტატებმა დატოვეს.

დაცვის მხარემ სამართლებრივი სტრატეგიის შესამუშავებლად კი დრო მოითხოვა, რის შემდეგაც პროცესი გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიასკანდალი- ახდენს თუ არა გავლენას არჩილ კბილაშვილი სასამართლო კოლეგიაზე