დღეს დადასტურებული ექვსი შემთხვევიდან ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული ექვსი შემთხვევიდან ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი იმპორტირებული შემთხვევაა.

ამასთან, როგორც გამყრელიძე აცხადებს, ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი.

banner
წინა სტატიაშითამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
შემდეგი სტატიაბათუმში სილამაზის სალონი გაქურდეს