დღეს ჩვილთა 54-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

დღეს ჩვილთა 54-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდება.

საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. მონათლულებს ჯვარი და ნათლობის მოწმობები გადაეცემათ. საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 20:00 საათისთვის მიბრძანდება, შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღესთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 35 538 ნათლული ყავს, რომელიც ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან. პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. უწმინდესის ინიციატივის მთავარი მიზანი, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

banner
წინა სტატიაში„მადლობას ვუხდი მსჯავრდებულებს, მედიას, თანამშრომლებს“ – კახიშვილი
შემდეგი სტატიაშსს-ს ვერტმფრენის ავარიულად დაშვება – ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა