დღეს ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს, ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება.

სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. უწმინდესს უკვე 30 238 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

banner
წინა სტატიაშინათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ
შემდეგი სტატიააჭარაში ნათლისღების დღესასწაული ტრადიციულად, ზღვაში შესვლით აღნიშნეს