დღეს ჩვენს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი – სალომე ზურაბიშვილი

“მინდა, ყველას ვუთხრა, პირველ რიგში, დიდი მადლობა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩვენს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი,”- სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების ეგზიტპოლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ეცდება, რომ საერთო ენა გამონახოს იმ ადამიანებთან, ვინც მას დღეს ხმა არ მისცა.

ეგზიტპოლების მიხედვით, ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს.

“ამ არჩევანს აქვს საქართველოსთვის, დღევანდელი საქართველოსთვის და ხვალინდელი საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, რაც ყველაზე მეტად შეფერხდება ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას, გათავისუფლებას. ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი საქართველოა, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა. ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც, ჩემი, ჩვენი თანამოაზრე დღეს არ არის. მაგრამ ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ და უნა გავამთლიანოთ და უნდა დავაწყნაროთ, უნდა დავამშვიდოთ. გპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებ, რასაც შევძლებ იმისთვის, რომ ამას მივაღწიო, რომ ჩვენ გავერთიანდეთ. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევანი მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, ეს ჩვენმა სახელმწიფომ უზრუნველყო,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – გაერთიანებული ოპოზიცია გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებს, მიხეილ სააკაშვილი მათ შორის ერთ-ერთია
შემდეგი სტატიაგპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებ, რასაც შევძლებ, რათა მივაღწიოთ, რომ გავერთიანდეთ