“დღეს ჩვენ ვართ მზია!” – მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი უნდა დაიწყოს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მზია ამაღლობელი საქართველოს სიმბოლოა.

„მოლოდინი მაქვს როგორც ყოველთვის და ბოლომდე, რომ სამართალი იზეიმებს, თუმცა ამის საფუძველი არავის მოუცია ჩვენთვის. მთავარი არის ის, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ, თუ დღეს დადგა განაჩენი, ეს იქნება განაჩენი არა მზიასი, არამედ ეს იქნება განაჩენი ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობს უსამართლობაში, მონაწილეობდა პირველივე დღიდან და პასუხისმგებელი იქნება მთელი ქვეყნის და ისტორიის წინაშე, რაც დღეს გადაწყდება.

ეს ცხადია, რომ მედიის მიმართ მიზანმიმართული ქმედებაა, მაგრამ ამავე დროს ეს არის ქვეყნის მიმართ. ის, რაც ხდება დღეს, მზია არის სიმბოლო საქართველოსი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„დღეს ჩვენ ვართ მზია! მისი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა!“-დაწერა მანამდე სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა
შემდეგი სტატიაერთიანობის ურღვეობისთვის უნდა შევთანხმდეთ გადაწყვეტილებების მიღების წესზე – ვაშაძე