დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ დღეს ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვებს წარადგენენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა და ზიანის მიყენება შეწყვიტოს.

ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას შეაჩეროს სვლა ევროკავშირისკენ. მშვიდობიან პროტესტებს პოლიციის მხრიდან ძალადობა მოჰყვა.

დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის.

ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობისთვის ნათელია: შეწყვიტეთ საკუთარი ხალხისთვის ზიანის მიყენება”, – წერს ფონ დერ ლაიენი.

banner
წინა სტატიაშიეს არის პროვოკაციული განცხადება, რომელსაც მიჩვეულები ვართ – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს გენერალური მდივანი და მისი დელეგაცია ცოტა გაუგებრობაში არიან – პრეზიდენტი