დღეს ჩვენ მოვისმინეთ ლიდერის გამოსვლა – არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას, სადაც მან აგვისტოს ომთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა, პოზიტიურად აფასებს.

თალაკვაძე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას „ლიდერის გამოსვლას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს კარგად იცნობს.

„ვფიქრობ, დღეს ჩვენ მოვისმინეთ ლიდერის გამოსვლა, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, რომელმაც მკაფიოდ თქვა, რომ მისი ცხოვრების მთავარი მიზანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს გამთლიანება,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით რიტორიკა რადიკალურად შეცვალა. დღეს სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია თავის მართლების რეჟიმში დაიწყო და საარჩევნო პროგრამის ნაცვლად, მისი გამოსვლა სწორედ 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას დაუთმო.

მხარდამჭერებს ზურაბიშვილმა წინასწარ მომზადებული ტექსტით მიმართა და საჯაროდ განაცხადა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო და არა პირიქით, როგორც ის ამას აქამდე ამტკიცებდა.

banner
წინა სტატიაშითბილისში, TBC ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს
შემდეგი სტატიამძღოლებმა გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გზა გადაკეტეს