“დღეს ჩვენ ყველანი მეგრელები ვართ”, სამარცხვინო კამპანიაა” – გოცირიძე

“დღეს ჩვენ ყველანი მეგრელები ვართ”, სამარცხვინო კამპანიაა – ამის შესახებ, საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე “ფესბუქში” წერს.

“დღეს ჩვენ ყველანი მეგრელები ვართ”, სამარცხვინო კამპანიაა. საარჩევნო “მტკიცებულება”, რომ ვიღაცაში მესამედია მეგრული სისხლი, ვიღაცაში მეორედი და ვიღაც სულაც ” ვისშიი სორტ გრუზინია”, არის სამეგრელოსთვის დამამცირებელი. ამით ხაზს უსვამენ მის განსხვავებულობას (არაპოზიტიური დატვირთვით), რომელსაც გულის მოსაგებად უნდა დაუყვავო და თავი აგრძნობინო მისიანად. ამით შეგნებულად ავლებენ ბარიერს ქვეყნის კუთხეებს შორის, სამეგრელოსთან მიმართებით კი, განსაკუთრებულად.

ამის თქმის უფლება ალბათ მაქვს მე, როგორც სამეგრელოში (აფხაზეთში) დაბადებულ-გაზრდილ “რაჭულ-მეგრული” “სისხლის” მქონე ადამიანს. რომელი რამდენი პროცენტია, არ დამითვლია. სხვა დროს მოგახსენებთ, თუ დამჭირდა (საარჩევნოდ, რა თქმა უნდა). მთავარი ხომ ისაა, რომ “მეც მეგრელი ვარ”, ( ბრწყინვალე მეგრულით თანაც :)) – წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილის და დემოკრატიის ურთიერთობა გალაქტიონის ლექსს მახსენებს – „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები“
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი : მოლაპარაკებებით ვეცდებით, ფონიჭალის მოსახლეობასთან თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემა გადავწყვიტოთ