“დღეს ჩვენ გვთავაზობენ საკონსტიტუციო ცვლილებების ცვლილებების კიდევ ერთხელ ცვლილებას”- ანა დოლიძე

კონსტიტუცია მიღებულ იქნა თუ არა მაშინვე დაიწყო მის ცვლილებებზე საუბარი და დღეს ჩვენ გვთავაზობენ ცვლილებების ცვლილებების კიდევ ერთხელ ცვლილებას- ასეთ შეფასებას აკეთებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე:
“ჩვენ ჯერ კიდევ თითქმის ერთი წლის წინ ვთქვით, რომ ის შემართება, რომლითაც ხდება კონსტიტუციის ცვლილება იყო მიუღებელი. გავიხსენოთ, რომ შეიქმნა კომისია, რომელიც გზადაგზა ჩამოიშალა, ცვლილებები მიიღო მმართველმა პარტიამ ერთპარტიულად და სანამ პროექტი რეალობად იქცეოდა, მანამ ის უკვე შეიცვალა, დაპირება რომელიც საზოგადოების წინაშე დაიდო და ვენეციის კომისიის წინაშე დაიდო შეიცვალა, კონსტიტუცია მიღებულ იქნა თუ არა მაშინვე დაიწყო მის ცვლილებებზე საუბარი და დღეს ჩვენ გვთავაზობენ ცვლილებების ცვლილებების კიდევ ერთხელ ცვლილებას. ის გაუმართაობა რომლითაც წარიმართა ეს პროცესი უცნაურია და რეკორდულია თუნდაც ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც კი” განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე მივა
შემდეგი სტატიასაკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა