დღეს ჩვენ გავაჟღერებთ კონკრეტულ გეგმას – ანი წითლიძე ზუგდიდის აქციაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში საპროტესტო აქციისთვის ემზადება. მოქალაქეები პარტიის ოფისთან 20:00 საათზე შეიკრიბებიან.

ენმ-ის წევრი ანი წითლიძე ამბობს, რომ აქციაზე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ.

“ეს არის აქციები სადაც ჩვენ არ დავიშლებით და ეს აქციები იქნება სისტემატიურად, მანამ სანამ ჩვენი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არ იქნება დაკმაყოფილებული. ქართულმა ოცნებამ უნდა იცოდეს, დღეს ჩვენ გავაჟღერებთ კონკრეტულ გეგმას, მაგალითად ზუგდიდში, რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ, რომ იყოს წინააღმდეგობის კერა”, – თქვა ანი წითლიძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკო – 58 საარჩევნო უბნის მონაცემების ხელახალი გადათვლის შედეგად, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა
შემდეგი სტატიათბილისში სალომბარდე ქსელის, „ვალუტოს“ კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა