ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი, კოალიციის სხვა წევრებთან ერთად დღეს ქალაქ ჯვარში, მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინეს.
მამუკა ხაზარაძის თქმით,დღეს ჩვენ გადარჩენის არჩევნები გვაქვს – ან აღმოვჩნდებით ბოლომდე რუსულ ჭაობში, ან აღმოვჩნდებით ძალიან მაგარ პერსპექტივაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“ძლიერ საქართველოს” ლიდერებმა მოსახლეობას ის გეგმა წარუდგინეს, რომელიც მათი შეფასებით, მოსახლეობას ცხოვრებას გააუმჯობესებს.
მამუკა ხაზარაძე ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის მოსახლეობას შეხვდა