დღეს დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის „ბრექსითის“ შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება

დღეს დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის „ბრექსითის“ შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება.

დიდი ბრიტანეთის მინისტრი „ბრექსითის“ საკითხში დევიდ დევისი ევროკავშირის მთავარ მომლაპარაკებელს მიშელ ბრანიეს შეხვდება.

როგორც BBC იტყობინება, მოლაპარაკებების მესამე რაუნდიდან მნიშვნელოვანი წინსვლა მოსალოდნელი არ არის. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირთან „ბრექსითის“ შესახებ ისეთი შეთანხმების მიღწევა სურთ, რომელშიც როგორც ლონდონის, ისე ბრიუსელის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი დევიდ დევისი მოლაპარაკებების გაფართოებას ითხოვს. კერძოდ, ბრიტანულ მხარეს განსახილველ საკითხებში ვაჭრობის შეტანა სურს. თუმცა ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებების გაფართოებამდე საჭიროა პროგრესის მიღწევა ევროკავშირის მოქალაქეების უფლებების, ირლანდიის საზღვრისა და „ბრექსითის“ შეთანხმების საკითხებზე.

ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო. 2017 წლის 29 მარტს ლონდონმა ევროკავშირის დატოვების პროცედურა ფორმალურად დაიწყო.

„ბრექსითის“ პროცესი 2019 წლის მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ცხოველის წამების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაკომპანია RMG – ფიტარეთის მონასტერთან დაკავშირებით საყდრისის კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება