დღეს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონი დაპირისპირების შემდეგ ამხანაგურ მატჩს დაეთმობა

ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონი დაპირისპირების შემდეგ ამხანაგურ მატჩს დღეს დაეთმობა.

ამ ინიციატივით კახი კალაძე მას შემდეგ გამოვიდა, რაც ადგილობრივებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ურეკავენ ამ ფეხბურთელებს, აშანტაჟებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ შეხვედრაში. ეს თამაში შედგება, ფეხბურთელები ითამაშებენ და ეს სამართლებრივი მხარე, რაც არის გაგრძელდება და რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა დადგინოს, რა მოხდა.

“სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს, რაც არ უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვინც ეწინააღმდეგება ზოგადად, ქვეყნის განვითარებას, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებას, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენს მამულს, ენას ვერაფერი ამ ყველაფერს ვერ შეაჩერებს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მატჩი დღეს საღამოს 6 საათზე დაიწყება და ამასში მონაწილეობას თბილისის მერიც მიიღებს.

ნიგერიელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება, თითქმის, ერთი კვირის წინ მოხდა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიატრამპი: რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს გააგრძელებს ბნელეთის გზას, თუ შეუერთდება ცივილურ სამყაროს