დღეს აშშ-ს ქალაქში აფროამერიკელების მასობრივი განადგურების დღეა

სამშაბათს აშშ-ში ტალსში აფროამერიკელების მასობრივი მკვლელობების 100 წლისთავს აღნიშნავენ. ამ დღეს ოკლაჰომას შტატში, პატარა ამერიკულ ქალაქში 300 შავკანიანი მოკლეს. მე-10 საუკუნეში ეს მოვლენები ფაქტობრივად არ შუქდებოდა. თუმცა, ახლა ამ ტრაგედიას უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. ტალსში აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ელოდებიან.

ასი წლის გასვლის შემდეგადაც ქალაქში მომხდარი უბედურება ყველაზე მესშტაბური რჩება აშშ-ს რასობრივი ძალადობის ისტორიაში. 1920-იან წლებში შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებში დაკანონებული იყო რასობრივი სეგრეგაცია, კუ-კლუკს-კლანი და ლინჩის წესით ჩაქოლვა. 2012 წლის 31 მაისს თეთრი რასისტების შეიარაღებული ჯგუფი გრინვუდის რაიონში, იქ, სადაც შავკანიანები ცხოვროდნენ, შეიჭრნენ. ასობით ადამიანი მოკლეს, ათასობით დაშავდა. სახლები და მაღაზიები გაანადგურეს, ჯერ გაძარცვეს და შემდეგ დაწვეს. 16 საათში რაიონიდან არაფერი დარჩა – “ბიბისი” წერს.

დღეს ქალაქში მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის არჩევის წესი შესაძლოა, შეიცვალოს
შემდეგი სტატიაიტალიაში ბარ-რესტორნები კლიენტებს შენობაში იღებენ