დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარიხის კონტროლს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 31, 2018 10:50

დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარიხის კონტროლს

დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გუშინ, ვარკეთილის მეტროში მომხდარ ფაქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარიხის კონტროლს. თბილისის მერმა დაავალა მოადგილეებს, ორ კვირიან ვადაში წარადგინონ გეგმა, როგორ განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტური კონტროლი.
„ფაქტია, რომ დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარიხის კონტროლს და ამის ნათელი მაგალითია, როგორც გუშინ მომხდარი შემთხვევა, ისე ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ. მაგალითად, მუხიანის სპორტული კომპლექსი, ბაღები და ა.შ. ცხადია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული ცვლილებები გვჭირდება. მე ვიცი, რომ მოადგილეებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა და მინდა გთხოვოთ, რომ და დავაჩქაროთ და 10 დღეში, ორ კვირაში, უკვე წარმოადგინოთ სურათი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურების შესრულების ხარისხი ეფექტური იქნება და კონტროლიც ამავდროულად იქნება ეფექტური,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 31, 2018 10:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,774
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics