„დღეს არის ბიზნესი შეურაცხყოფილი“ – რომან გოცირიძე „ფრესკოს“ დამფუძნებლის სკანდალურ განცხადებაზე

ბიზნესზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან და კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებლის სკანდალური განცხადება – აღნიშნულს ოპოზიციის რიგებში ეხმაურებიან. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, დრეს ბიზნესი არის შეურაცყოფილი“

„დღეს არის ბიზნესი შეურაცხყოფილი. შეეხნენ ორ მთავარ მათ საფუძველს ეს არის შემოსავლები და ეს არის ღირსება. უპრეცედენტო რამ მოხდა საქართველოს ისტორიაში ბოლო ორ არჩევნებში. თვითმმართველობის არჩევნებში და საპრეზიდენტო არჩევნებში, იურიდიულმა პირებმა ლეგალურად არც ერთ ოპოზიციას, არც ერთი თეთრი არ გადაურიცხა. „ფრესკოს” დირექტორი არის გმირი. მაგრამ მან რაც თქვა ეს არის უაღრესად საგანგაშო რამ. როგორ, ველური დასავლეთის კანონებით ვიმოქმედოთო, რომ ყველა ბიზნესმა მაუზერი დაიჭიროს, შაშხანა და საკუთარი ბიზნესი დაიცვასო?! როგორ ვებრძოლო სახელმწიფოს როდესაც სახელმწიფომ უნდა დამიცვას მე კრიმინალებისა თუ უსამართლობისგან,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ჩვენი გუნდის კარი ყოველთვის ღია იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისი პროფესიონალიზმის გამოყენებაც შეიძლება ქვეყნის განვითარებაში
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას მიმართ შეტევა მიმდინარეობს