დღეს არის ბედობის დღე, ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში პარაკლისი გადაიხადა.
“დღეს არის ბედობის დღე ,  ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას – თქვენ და საქართველოს” – ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.

„დღეს ბარბარობაა, გილოცავთ ყველას. დღეს არის ბედობის დღეს. ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას – თქვენ და საქართველოს. დღეს იყო წაკითხული ყოვლდაწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე წაიკითხოთ ეს ლოცვა თქვენს სახლებში. ბარბარობას ვულოცავ ჩვენს ხელისუფლებას. დალოცვლილი იყავით და მშვიდობა მოგცეთ მამაზეციერმა. დღეს პირველად დაირეკება ახალი ზარები. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ზარები იყოს ზარი მშვიდობისა და სიხარულისა“, – განაცხადა ილია მეორემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: მინდა, საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბედნიერი ბავშვობა ჰქვია
შემდეგი სტატიადათო მაღრაძის ბრიტანული აღიარება