დღეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, ამის იმედი მაქვს, ხმა მივეცი დეპოლარიზაციას

დღეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, ამის იმედი მაქვს, ხმა მივეცი დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში.

„ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ, აირჩიონ თავიანთ ადგილზე, დაბაში, სოფელში, ქალაქში ის ადამიანები, რომლებიც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია. ზოგადად, ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ამის იმედი მაქვს და მე ამას მივეცი ხმა. დეპოლარიზაციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაინფორმაციო ბრიფინგი – ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მდგომარეობით
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა